მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ფეხბურთის ტურნირი მუხრანში

მუხრანში ჩატარდა ვლადიმერ ბარქაიას სახელობის ტურნირი ფეხბურთში 2003-2004 წწ. დაბადებულ ახალგაზრდებს შორის. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ჩემპიონატში აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების 13 გუნდი მონაწილეობდა. მცხეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო გუნდმა ,,მუხრანი-წილკანი“ აღმოსავლეთ საქართველოს რესპუბლიკურ ტურნირზე ღირსეულად იასპარეზა და მეორე ადგილი დაიკავა, პირველი ადგილი კი გარდაბნის გუნდმა - ,,გარდაბანი“ დაისაკუთრა. გამარჯვებულ გუნდის წევრებს თასი, მედლები და დიპლომები გადაეცათ. თედო კახუაშვილის, კობა იორამაშვილისა და ლევან ჩუგოშვილის გაწვრთნილი გუნდი ასევე, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. ტურნირზე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია და გენერალური მდივანი დიმიტრი ჭანტურია. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი და ქსოვრისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ლოხიშვილი.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018