მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გზებზე ტექნიკური მარილი იყრება

მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ა(ა)იპ მცხეთის კეთილმოწყობის სამსახური და საგზაო დეპარტამენტი გზების გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.

აღნიშნული სამუშაოები 2 დღეა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით 12 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა.

ამ დროისათვის, ტექნიკური მარილი დაყრილია საგურამოში, ზაქაროში, ლისში, წოდორეთში, მსხალდიდის ჩასასვლელში, მცხეთაში-ნარეკვავისა და რკინიგზის სადგურის დასახლებაში, საჭირო ლოკაციებზე. 

გზებზე შექმნილი პრობლემური სიტუაციებიდან გამომდინარე, მუშაობა გრძელდება საგურამოსა და ნიჩბისის მიმართულებით.

ტექნიკური მარილი ასევე, დაიყრება წეროვანში, აღდგომლიანთკარსა და ფრეზეთის დასახლებაში.

გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების ზომები გადაადგილებისას.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018