მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ

დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და სათამაშო მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ დახმარებით, 1-10 წლამდე სოციალურად დაუცველ, პატარებს საჩუქრები დაურიგდათ.

საჩუქრები ბავშვებს პირადად გადასცეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ - თამაზ ფოლოდაშვილმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - მიხეილ ბუჯიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით დიდ მადლობას ვუხდით მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ ბავშვების გახარებისთვის.

აქციის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საჩუქრები სულ 102 ბავშვს დაურიგდა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018