მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამუშაო შეხვედრა მშენებლებთან

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა და მერის მოადგილემ თამაზ ფოლოდაშვილმა,  მშენებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე, კომპანიებმა, რომლებიც მცხეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ,  განიხილეს 2021-2022 წლის მიმდინარე და დასრულებული პროექტები.

ხელმძღვანელმა პირებმა,  კონტრაქტორ კომპანიებს ინფრასტრუქტურული პროექტების მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება დაავალეს. განიხილეს, პრობლემური საკითხები და ისაუბრეს მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე. 

კონტრაქტორ კომპანიებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები ყოველკვირეულად იმართება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018