მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მუხრანში

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა სოფელ მუხრანში შედგა, სადაც შეკრებილ საზოგადოებასთან საუბარი აცრის მნიშვნელობასა და კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიან პროგრამას შეეხებოდა. 

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა-დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეემ გოჩა ქავთარაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რეგიონის კოორდინატორმა ბადრი კუკულაძემ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. 

როგორც შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, იმუნიზაცია მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისა და ქვეყნის განვითარებისათვის. ამასთან, მათ ხაზი გაუსვეს მთავრობის გადაწყვეტილებას ვაქცინაციის წახალისებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ პროგრამა იანვარშიც გაგრძელდება. სარგებლობა კი ახლა უკვე 50 წლისა და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ. ყველა მათგანს ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაერიცხება.

ფოტოები ვრცლად


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018