ჩვენი ქალაქი წლის მთავარი დღესასწაულისთვის ემზადება. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა გიორგი კაპანაძემ დამდეგი ახალი წელი მიულოცა თანამოქალაქეებს და საზეიმო ვითარებაში ახლად რეაბილიტირებული მცხეთის ცენტრალური სკვერი და მოცეკვავე შადრევანი გახსნა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დუშეთის,თიანეთის,მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში შალვა კერესელიძე, მცხეთის საკრებულოს თავჯდომარე გელაბაქრაძე, მერის მოადგილე გივი გიუტაშვილი, საკრებულოს თავჯომარის მოადგილე თამაზ ფოლადაშვილი და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.
განსაკუთრებული საზეიმო ელფერი დღესასწაულს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა შემატეს, კოსტუმირებული მსვლელობის შემდეგ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს ნაძვის ხესთან. პატარების სიხარულმა და სითბომ, ზამთრის სუსხიან ამინდში მეტად გაალამაზა ჩვენი ნაძვის ხე.