მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი სოფელ მუხრანში

სამსართულიანი შენობის პირველ და მეორე სართულებზე განთავსდება მისაღები, გასახდელები, სველი წერტილები, კიბის უჯრედი, საჭიდაო დარბაზი და ადმინისტრაცია. მესამე სართულს კი ფიტნეს დარბაზი დაიკავებს, ტერასით და მოსასვენებელიი სივრცით. 

ტერიტორიაზე ასევე, დაპროექტებულია რეკრეაციული ზონები და ღია ავტოსადგომები. 

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება  1 510 472,94 ლარს შეადგენს.

მრავალფუნქციური სპორტული ნაგებობის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტს შპს „ჯი ბი ჯი“ ახორციელებს.

სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა სპორტზე ხელმისაწვდომობას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018