მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ერთად ვიზრუნოთ საკუთარ ქალაქზე


ჩვენ  ვცდილობთ სუფთა გარემო და  ჯანსაღი ეკოლოგიური პირობები შევუქმნათ მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებსაც ქალაქის შესასვლელიდანვე სასიამოვნო გარემო დახვდეთ.
დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილესთან - გიორგი ბაჯაძესთან ერთად, მოინახულა დასუფთავებითი სამუშაოების პროცესი, რომელიც ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევის პირველი 4 კმ-ის ტერიტორიაზე ხორციელდება.
აღნიშნულ ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს ფერდების დასუფთავება, ხეების დაზიანებული ნაწილების, გამხმარი ტოტების  მოცილება და გზის ნაპირებზე ჯაგნარის გაკაფვა.  
დასუფთავებითი სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ერთობლივად ხორციელდება.
ერთად ვიზრუნოთ საკუთარ ქალაქზე.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018