სოფელ წილკანში, არსებული სკვერის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა დაათვალიერა.
ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს თავისუფალი დრო კეთილმოწყობილ და სუფთა გარემოში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროს.
პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებით, დაიდგა კომფორტული მოსასვენებელი სკამები. ტერიტორია შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით. დამონტაჟდა ტრენაჟორები, დეკორატიული სანათები, ურნები და ბილიკეზე კერამიკული ფილები დაიგო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანია ,,ხარისხი“-მ შესარულა 131 135 ლარად.