27 დეკემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, ასევე მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, მერიის სოციალური განყოფილების უფროსი რაულ ხუბაშვილი და მერიის თანამშრომლები, მცხეთაში უფასო სასადილოს ესტუმრნენ, სასადილოს ბენეფიციარებს და ადმინისტრაციას დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცეს და საახალწლოდ სასურსათო ნაკრები და ტკბილეული გადასცეს. აქვე აღნიშნეს, რომ წელს სასადილოში, დაწესებულების დეირექტორის, ქალბატონი ქეთევან ჩოჩიას ძალისხმევითა და მერიის თანადგომით გაუმჯობესდა გარემო, შეიცვალა კვების რაციონი, შეიქმნა ოჯახური ატმოსფერო. ბენეფიციარებმა,მთავრობის წარმომადგენლებს, მადლობა გადაუხადეს და ასევე თხოვნით მიმართეს სხვადასხვა პრობლემის აღმოსაფხვრელად დახმარება გაეწიოთ.