მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წეროვნის დევნილთა დასახლების გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

წეროვნის დევნილთა დასახლებაში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას კეთილმოწყობილი გზით კომფორტულად შეეძლება გადაადგილება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. 

დევნილთა დასახლებაში პროექტით გათვალისწინებულია 14 ქუჩის კეთილმოწყობა, სადაც იგება ასფალტობეტონის საფარი. 

სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით აფინანსებს.

საგზაო-სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ,,საგზაო 7“ ასრულებს სახელშეკრულებო თანხით - 978 381 ლარი.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018