მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წილკანში შიდასაუბნო ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

დიმიტრი ზურაბიშვილმა  წილკანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. 

სოფელ წილკანში შიდასაუბნო ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, იგება ასფალტობეტონის გზის პირველი ფენა, რომლის დასრულების  შემდეგ განხორციელდება მეორე ფენის დაგებაც. 

სამუშაოები მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ერ ტე დე“ ასრულებს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 450 000 ლარს შეადგენს.

სოფელ წილკანში, მიმდინარე წელს, უკვე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: რეაბილიტაცია ჩაუტარდა და განახლდა  დასასვენებელი სკვერი, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და დამონტაჟდა გარე განათებები, საჭირო ლოკაციებზე.

ადგილზე, მერთან ერთად, იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018