მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მერმა სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილთან ერთად, სოფელ ნავდარაანთკარში, საგურამოში და არაშენდაში მიმდინარე და დასრულებული სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

2021 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, 10 სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაცია განახორციელა, რომელიც მოსახლეობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 

მუნიციპალიტეტის მაშტაბით, ახალი სპორტული მოედნები მოეწყო : სოფელ მსხალდიდში, ერედაში, არაშენდაში, ძველ ქანდაში. ხოლო, სპორტული ტრენაჟორების მოწყობა განხორციელდა სოფელ ძეგვში და მისაქციელში. სპორტულ მოედნებს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა : ქალაქ მცხეთაში რკინიგზის სადგურის დასახლებაში 2 ლოკაციაზე, სოფელ ქსოვრისში და საგურამოში. 

2022 წელს, სპორტული მოედნების მშენებელობაზე, მცხეთაში ნარეკვავის დასახლებაში და სოფელ საგურამოში, ასევე, სოფელ მუხრანში, ტრენაჟორების კუთხის მოწყობაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ტენდერები უკვე გამოცხადებულია. გამარჯვებული კომპანიები კი სამშენებლო სამუშაოებს აღნიშნულ ლოკაციებზე განახორციელებენ. 

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018