მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


დიმიტრი ზურაბიშვილმა ლისის ადმინისტრაციული ერთეული მოინახულა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი ლისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში (ლისი, მუხათწყარო, მსხალდიდი, ნაფეტვრები, წოდორეთი) იმყოფებოდა. მოადგილესთან და წარმომადგენელთან ერთად ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურას და არსებულ პრობლემებს, რომელიც ძირითადად წყალმომარაგების საკითხს უკავშირდება.

აღნიშნულ მხარეში მიწისქვეშა წყლის მარაგი არ არის საკმარისი და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ დასახლებაში ჭაბურღილები და დაქსელიანება გაკეთებულია, წყლის დებეტის ნაკლებობის გამო, ის ყველა მოსახლემდე ვერ აღწევს. მოგეხსენებათ, აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეული თბილისთან ახლოს მდებარეობს, პრობლემის გადასაჭრელად თბილისის წყალმომარაგების კერძო კომპანიასთან, შპს „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ დამთავრდა.

აღნიშნული სოფლები მცხეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის, რომლის წყალმომარაგებასაც შპს „მცხეთის სოფწყალი“ ახორციელებს. კომპანიის მიერ, წყალმომარაგების სისტემის მოწყობის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები საკმარისი არ არის და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სასმელ წყალზე  ყოველდღიურ მოთხოვნილებას ვერ იკმაყოფილებს, მითუმეტეს გაზრდილი განაშენიანების ფონზე.

მუნიციპალიტეტის მერი აქტიურად გადის კონსულტაციებს დარგის სპეციალისტებთან და მაქსიმალურდ ცდილობს გამონახოს ალტერნატიული გზა იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთან და ტექნიკურად რთულ სამუშაოებთან არის დაკავშირებული.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018