მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა

2018 წლის 25 თებერვალი, ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია საქართველოს უახლოეს ისტორიაში. 

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ოთხი  წლისთავზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი მოადგილესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად,  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. 

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. ამ პერიოდის განმავლობაში, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს და წამებით მოკლეს. მისი ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ქართველი გმირი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018