მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


დიმიტრი ზურაბიშვილმა უკრაინელი ტურისტები მოინახულა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური ქალაქ მცხეთაში მყოფი უკრაინის მოქალაქეებს შეხვდნენ, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინელი მოქალაქეების ამჟამინდელ მდგომარეობას დეტალურად გაეცნენ და განმარტეს, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინის მოქალაქეებს შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფს. 

დიმიტრი ზურაბიშვილმა და გიორგი ჩიფჩიურმა აქტიური კომუნიკაციისათვის მზადყოფნა გამოთქვეს და უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატეს. 

თავის მხრივ, არსებული საჭიროებების შესახებ ისაუბრეს უკრაინის მოქალაქეებმა და მათ საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოჩენილი ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადეს.

ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018