მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საახალწლო საჩუქრები ბავშვებს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მერის მოადგილეები მარინა ზურაბიშვილი, ოთარ ჩხეიძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი, საკრებულოს თავჯდომარე გელა ბაქრაძე, სოციალური განყოფილების უფროსი რაულ ხუბაშვილი და მერიის თანამშრომლები, ქალაქ მცხეთაში მდებარე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „მომავლის რწმენა“-სა და საგურამოს დღის ცენტრს „იალონი“ ესტუმრნენ. დღის ცენტრის ბენეფიციარებს, მშობლებსა და აღმზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და აღსაზრდელებს ტკბილეული და სასურსათო ნაკრები გადასცეს. „თქვენთან შეხვედრით ძალიან ბედნიერი ვარ ბავშვებო, ულევ სიხარულს გისურვებთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! მინდა ეს ახალი წელი წარმატების და ღიმილიანი ბავშვების წლად იქცეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის“ . აღნიშნა თავის მილოცვაში ქალაქის მერმა გიორგი კაპანაძემ ბავშვებმა სტუმრებისთვის სხვადასხვა საზეიმო ნომერი შეასრულეს, სტუმრებთან ერთად შექმნეს წინასაახალწლო განწყობა და ღონისძიების დასასრულს სადღესასწაულო ტორტი გაჭრეს. დღის ცენტრში, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ბენეფიციარების მიერ შესრულებული სხვადასხვა ნამუშევრები დაეთვალიერებინათ. მერის, გიორგი კაპანაძის ინიციატივით, უახლოეს დღეებში, საახალწლო ნობათი გადაეცემა მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ მოსახლეებს.

  

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018