მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დასრულდა. 

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან,  2022  წელს  პროექტების შერჩევის მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილობრივების მიერ ინიცირებულ პროექტებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფლებში საერთო კრებებს დაესწრო და მოსახლეობასთან ერთად, მათთვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.  კრებებზე, დასახელებულ პროექტებს კი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.

აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 836 000 ლარია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საგურამოს, ძეგვის, ვაზიანის, ნიჩბისის, მუხრანის, ლისის და ძველი ქანდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობის მიერ შეირჩა შემდეგი პრიორიტეტული პროექტები:

  • მუხრანი,ხეკორძი, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, წოდორეთი, ლისი    - გარე განათების მოწყობა, 
  • ძეგვსა და სათოვლეში - გარე განათებისა და სტადიონის გასახდელის მოწყობა,
  • ზემო ნიჩბისი, წიწამური, ახალსოფელი - სკვერის მოწყობა. 
  • ქსოვრისი - ცენტრალურ ქუჩაზე გზისპირა კედლის რეაბილიტაცია, 
  • ვარდისუბანი, სასხორი, არაშენდა - სასმელი წყლის რეაბილიტაცია, 
  • საგურამო - გარე განათების მოწყობა და  დავით გურამიშვილის სკვერში მოეწყობა ფანჩატური.
  • ვაზიანი - არსებულ მინი სტადიონზე კალათბურთის ფარების მონტაჟი და 2 შიდა საუბნო გზის მოხრეშვა , 
  • პატარა ქანდა - სანიაღვრე არხის კეთილმოწყობა, 
  • ძალაანთხევი - სარწყავი სისტემის მოწყობა,
  • ბევრეთი - სოფელთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე ერთ-ერთი რთული მონაკვეთის მოწესრიგება,
  • ძველი ქანდა  - სანიაღვრე არხის მოწყობა და შიდა საუბნო გზის მოხრეშვა.

აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სოფელში მცხროვრებთა რაოდენობის მიხედვით გარკვეულ თანხა გამოყო, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მოსახლეობა პრიორიტეტულ პროექტებს თავად განსაზღვრავს. 

სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებსა და მათ მიერ არჩეულ პრიორიტეტებზე ინფორმაციას შემდგომში, ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

ასევე, საერთო კრებების შეხვედრების დროსა და ადგილზე  ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე , მოცემული ბმულის მეშვეობით https://www.facebook.com/media/set/...

ფოტოები ვრცლად


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018