მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა ქალთა საერთაშორისო დღე პირადად მიულოცა იმ ქალბატონებს, რომლებიც ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე 24 საათიან რეჟიმში ზრუნავენ.
დიმიტრი ზურაბიშვილმა ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები - ტკბილეულის კალათა და ყვავილების თაიგული გადასცა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ქალბატონს გილოცავთ გაზაფხულის ამ მშვენიერ დღესასწაულს. გისურვებთ უამრავ ღიმილს და ულევ ბედნიერ დღეებს! ფოტოები ვრცლად