მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


2022 წელს სოფლის პროგრამით განსახორციელებელი პროექტები

 მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ადგილობრივებთან კონსულტაციები ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით დასრულდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის 836 000 ლარი გამოიყო, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, ყველა სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილობრივების მიერ არჩეულ პროექტებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას მოსახლეობა თავად განსაზღვრავს. შესაბამისად, ეს პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასა და თემის პრიორიტეტების შერჩევაში.

რებებზე, დასახელებულ პროექტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.

სოფლების დიდ ნაწილში პრიორიტეტებად გარე განათების მოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და კონკრეტული სოფლისთვის მნიშვნელოვანი სხვა მიმართულებები შეირჩა.

ფოტოები ვრცლად



© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018