მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი მოქალაქეებს შეხვდა.
ადგილობრივებმა მათ პრობლემები გააცნეს და მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. საკითხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და სპორტულ საკითხებს უკავშირდებოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და არსებული საკითხების გადაჭრაში შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ.
შეხვედრები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას და პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას უზრუნველყოფს.
მოქალაქეთა მიღება, ყოველი კვირის ხუთშაბათს დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე იმართება, პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციების სრული დაცვით.
მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, ანტიოქიის N7