მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სისხლის უანგარო დონაციის აქცია მცხეთაში

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, პირველმა მოადგილემ გიორგი ჩიფჩიურმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის სხვა თანამშრომლებმა. 

საჭიროების შემთხვევაში მომზადებული სისხლის პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინაში გაიგზავნება.

სისხლის უანგარო დონაციაში ჩართვის მსურველებს, დაინტერესების შემთხვევაში,  შესაძლებლობა აქვთ დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე  1505 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე https://donor.moh.gov.ge/ 

სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში,  რეგისტრირებულ პირს დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მიიწვევს უახლოეს (რეგისტრირებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) სისხლის ამღებ პუნქტში ქვეყნის მასშტაბით.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018