მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მერმა მოქალაქეთა მიღება გამართა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი მოადგილესთან თამაზ ფოლოდაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებს შეხვდა.

ადგილობრივებმა პრობლემები გააცნეს და მათ მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. საკითხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ, სოციალურ საკითხებს უკავშირდებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და არსებული საკითხების გადაჭრაში შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ. 

შეხვედრები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას და პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას უზრუნველყოფს. 

მოქალაქეთა მიღება, ყოველი კვირის ხუთშაბათს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე იმართება.

მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, ანტიოქიის N7

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018