მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


„მოყვარულთა ლიგა“

ცხადდება სამოყვარულო საფეხბურთო გუნდების „მოყვარულთა ლიგა“ - ს 2022 წლის სეზონის რეგისტრაცია.

ჩემპიონატი 2016 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობს იღებს 400 - ზე მეტი გუნდი და 15 000 - მდე მოყვარული ფეხბურთელი, ხოლო საქართველოს საუკეთესო გუნდი, ტრადიციულად, მონაწილეობას მიიღებს ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატზე - „UEFA REGION’S CUP“.

„მოყვარულთა ლიგა 2022“ გაიმართება სამ ეტაპად - მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური. მუნიციპალურ ეტაპზე გაიმართება შიდა ჩემპიონატი ადგილობრივ სამოყვარულო საფეხბურთო გუნდებს შორის, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის საუკეთესო გუნდი, ტერიტორიულობის პრინციპით, მონაწილეობას მიიღებს შესაბამის რეგიონულ ლიგაში.

2022 წლის სეზონის დაწყება დაგეგმილია მიმდინარე წლის 25 მარტს. მსურველ პირებს საშუალება გექნებათ მთელი წლის განმავლობაში ითამაშოთ ფეხბურთი, მიიღოთ სიამოვნება და შეიტანოთ წვლილი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციაში. 

დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებას, ტელ.: 2512670.

გისურვებთ წარმატებას!

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018