მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ საზოგადოებას საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა. ბატონმა გიორგიმ ანგარიშის პრეზენტაციისას, მცხეთაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა და ცენტრალურ ხელისუფლებას მერიის მიერ დაგეგმილი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.შეხვედრისას განიხილა თითოეული სამსახური, მათში შემავალი განყოფილება და ასევე მერიის დაქვემდებარებაშიი მყოფი ა(ა)იპ-ების მუშაობა და შედეგები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მთავარი პრიორიტეტებად სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სასმელი წყლის მაგისტრალების მოწყობა ასევე, განათლების, სპორტული, ახალგაზრდული და კულტურული ღონისძიების ხელშეწყობა დასახელდა. პრეზენტაციის ბოლოს მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, კიდევ ერთხელ შეაჯამა წლის მნიშვნელოვანი განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, ყურადღება გაამახვილა სოციაულრ და ჯანდაცვის საკითხებზე, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია. საჯარო განხილვა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ -ი ორგანიზაციის თანამშრომლები, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.