მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ნარჩენების მართვის გაუმჯობესება მცხეთის მუნიციპალიტეტში

 17 მარტს, იაპონიის ელჩის რეზიდენციაში, ხელი მოეწერა „მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის ნარჩენების შემკრები მანქანის შეძენის“ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას მცხეთის მუნიციპალიტეტში. 

გრანტის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტისათვის შეძენილი იქნება ნარჩენების შემკრები მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩებნების დროულ გატანას, რათა ზიანი არ მიადგეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.

დიდ მადლობას ვუხდით იაპონიის ელჩს, ბატონ იმამურა აკირას და პროექტის შემუშავებაში ჩართულ ყველა პირს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018