მცხეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში და ზემო ნიჩბისში, ველოდებით დამატებით ტექნიკას, რათა მოხდეს გზების სრული გაწმენდა თოვლისგან.
მოსახლეობას გთხოვთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე გადაადგილებისას.
გზებზე არსებული პრობლემების სწრაფად მოგვარებაში ჩართულია როგორც მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი ამჟამად იმყოფება ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში და პირადად აკვირდება გზების გაწმენდითი სამუშაოების პროცესს.