მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მუხრანში მოსახლეობისთვის საქველმოქმედო აქცია ჩატარდა

მუხრანში  ა(ა)იპ-ის "კუმ დეო-მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის" მიერ საქველმოქმედო აქცია ჩატარდა, რაც მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების მიწოდებას გულისხმობს.   

მუხრანის კულტურის სახლში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით გამართულ აქციას, ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, მერის წარმომადგენელი მუხრანის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ მიქელაძე და მცხეთის საკრებულოს წევრი გელა ბაქრაძე.           

გამოკვლევებში სხვადასხვა პროფესიის მედიკოსები იღებდნენ მონაწილეობას: ოფთალმოლოგი, ანგიოლოგი, თერაპევტი, ფიზიოთერაპევტი, ქირურგი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი,  ენდოკრინოლოგი, ნეფროლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი.   

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შესაძლებელი იყო სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება: ელექტროკარდიოგრაფია, ექოსკოპია (გულის, მუცლის ღრუს, გინეკოლოგიური, სისხლძარღვების), სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა, ფონოფორეზი (ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტის შეყვანა კანში სპეციალური აპარატით), პულსოქსიმერტრია.  

გამოკვლევები ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018