მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - მუხრანის, ვარდისუბნის, ვაზიანისა და პატარა ქანდას 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები იწყება
სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 16,8 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება
აღნიშნულ სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი, გამანაწილებელი მილსადენები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა
სამუშაოების შედეგად, ადგილობრივები წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებენ
პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2024 წლის გაზაფხულზე დასრულდება.