მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


შეხვედრა სს "ენერგო პრო ჯორჯიასთან"

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ აღმოსავლეთის ცენტრალური ფილიალის მცხეთის მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელს, ირაკლი ამირანაშვილს შეხვდნენ. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელს, ელექტრო ენერგიასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს, მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და არსებული პრობლემების დროულად მოგვარება სთხოვეს. 

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე, ესწრებოდნენ შპს "მცხეთის სოფწყალისა" და ა(ა)იპ - კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები, მხარეებმა მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობისათვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვეს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაიმართება. 

ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018