მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საახალწლო საჩუქრებს გადაცემა გრძელდება

29 დეკემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე,მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, სოციალური განყოფილების უფროსი რაულ ხუბაშვილი, ძეგვის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კვახაძე, ძეგვის რწმუნებული კობა რთველიაშვილი ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ, დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცეს და საახალწლოდ სასურსათო ნაკრები და ტკბილეული გადასცეს. დღესვე, მერი ვეკუების მრავალშვილიან უჯახს ესტუმრა და ბავშვებს საჩუქრები გადასცა. მცხეთის მუნიციპალიტეტში, ასევე, საახალწლო საჩუქრები გადაეცათ : უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, 100-მდე შეჭირვებულ ოჯახს, დღის ცენტრი „მომავლის რწმენა“ და საგურამოს დღის ცენტრი „იალონი“-ს შშმ ბავშვებს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018