მცხეთის გამწვანებითი სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.
ამჟამად ხეები ირგვება ნარეკვავის მხრიდან ქალაქის შემოსასვლელში. ამ ადგილას რამოდენიმე დღეში გაკეთდება დაახლოებით 200 მეტრის "მწვანე კედელი“ და გზის გასწვრივ ფოთლოვანი ხე-მცენარეების მწკრივი. ნარეკვავის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ახალი განათებები და სასეირნო ბულვარი.
დღეს, მიმდინარე სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ბაჯაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ელოშვლმა ადგილზე დაათვალიერეს.
შპს „მწვანე ნერგები“ ქალაქის გამწვანებით სამუშაოებს მიმდინარე წლის მაისის თვეში დაასრულებს.