მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ნარჩენების სეპარირების სიტემის შემუშავება

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილესთან თამაზ ფოლოდაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პლასტმასის გადამამუშავებელი კომპანიის, შპს „პოლივიმის" დირექტორს ქამრან ფარიზადს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქალაქ მცხეთასა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დიდ სოფელში სეპარირების ურნის განთავსების საკითხი, რომელიც მოიცავს მცხეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების საკითხს. 

"აღნიშნული შეხვედრის მთავარი მიზანია მუნიციპალური ნარჩენების წარმოქმნის პრევენციის ხელშეწყობა და ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა. 

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სისტემის  ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და თითოეულ მოქალაქეს ექნება პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომლითაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სუფთა გარემოს ჩამოყალიბებაში." - განაცხადა დიმიტრი ზურაბიშვილმა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018