მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის, სოციალურ საკითხთა კომისია, მიმდინარე წლის თებერვლიდან, განახლებული პროგრამით განაგრძობს მუშაობას.
მოქმედების სფეროს და მისი მოსარგებლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე - ბმულზე : http://mtskheta.gov.ge/public/img/1649228025.pdf
სოციალურ საკითხთა კომისია, ყოველ ოთხშაბათს იკრიბება და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის საჭირო სოციალური და ფინანსური დახმარების საკითხებს განიხილავს, რომელიც მიზნად ისახავს მოსარგებლეებისთვის სამედიცინო და სხვა სოციალურ საჭიროებათა დასაფინანსებლად დახმარების გაწევას.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ და ამავე კომისიის სხდომის თავმჯდომარემ, თამაზ ფოლოდაშვილმა, კომისიის წევრებთან ერთად შემოსული განცხადებები განიხილა.