მცხეთის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.
საუბრის მთავარი თემა სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას ეხებოდა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო.
შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. ამასთან, მათ, მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელთან მარიამ ხამხაძესთან ერთად, პროგრამის განხორციელების შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და შეკრებილ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მერის წარმომადგენლებს ბენეფიციარების დროული და სწორი ინფორმირება სთხოვეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდნენ.