მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის ქუჩების მოწესრიგება

მცხეთაში საფეხმავლო ბილიკების, სკვერების, სასეირნო ბულვარის მიმდინარე სარეაბილიტაციო და ქალაქის გამწვანების სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილთან და მოადგილე მიხეილ ბუჯიაშვილთან ერთად მოინახულა. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფოსტის მიმდებარედ რეაბილიტირებულ ტერასებზე ბუჩქოვანი და ყვავილოვანი მცენარეების დარგვაში უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა. 

„ქალაქის გამწვანება და კეთილმოწყობა თანამედროვეობის აქტუალური თემაა. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს პრობლემა განიხილება როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შექმნისთვის. მიმდინარე სამუშაოები კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს ჩვენს ულამაზეს სატახტო ქალაქ მცხეთაში,“ - განაცხადა დიმიტრი ზურაბიშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ მცხეთის ქუჩების მოწესრიგება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018