მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის ქუჩების დასუფთავება

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა  და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ელოშვილმა მოადგილეებთან ერთად მოინახულეს ქალაქის დასუფთავებითი სამუშაოების პროცესი, რომელიც ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევის გზის მონაკვეთზე რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და დღესაც აქტიურად გრძელდება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე  მიმდინარეობს ფერდების დასუფთავება, ხეების დაზიანებული ნაწილების, გამხმარი ტოტების მოცილება და განაპირა ადგილებში ჯაგნარის გაკაფვა. 

დასუფთავებითი სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის მიერ, ერთობლივად, ხორციელდება.

ერთად ვიზრუნოთ საკუთარ ქალაქზე.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018