მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით გაიმართება დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები.
მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება იწარმოებს (მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები) 9 საათიდან 18 საათამდე ყოველდღე (გარდა დასვენების ან უქმე დღეებისა), 2019 წლის 14 იანვრის ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ საპროექტო წინადადებები შემდეგი მიმართულებით:
სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ.);
წყაროების მოპირკეთება;
სარწყავი სისტემები;
სანიაღვრე არხები;
ნაპირსამაგრი სამუშაოები;
გზები;
ხიდები, ცხაურები, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები;
გარე განათება;
სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
ამბულატორიის შენობები;
კულტურის ობიექტები;
სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;
წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
სასაფლაოს შემოღობვა;
თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები.