მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა უკრაინელი მოქალაქეები მოინახულა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი, ქალაქ მცხეთაში, ერთ-ერთ სასტუმროში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს შეხვდნენ, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინელი მოქალაქეების ამჟამინდელ მდგომარეობას დეტალურად გაეცნენ, მათ თანადგომა გამოუცხადეს და საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის დახმარებას დაპირდნენ. ამასთან, დიმიტრი ზურაბიშვილმა აქტიური კომუნიკაციისათვის მზადყოფნა გამოთქვა და უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა. თავის მხრივ, არსებული საჭიროებების შესახებ ისაუბრეს უკრაინის მოქალაქეებმა და მათ საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოჩენილი ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადეს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018