მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაცო ცენტრის შეხვედრა

საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

საუბრის მთავარი თემა დეზინფორმაციასთან ბრძოლის კონტექსტში სტრატეგიული კომუნიკაციების როლს, ჰიბრიდულ ომსა და მასთან გამკლავების მექანიზმებს შეეხებოდა.

შეხვედრას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. 


ცნობისათვის, საინფორმაციო შეხვედრა 

პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. ის მიზნად ისახავს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას და აღნიშნულ პროცესებში საქართველოს მოქალაქეების ჩართვას. 

ამასთან, შეხვედრა ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც  საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018