მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მერიის ხელშეწყობით, უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები ჩატარდა

20 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს მიერ, ექიმ-ოფთალმოლოგმა სოფო იმედაშვილმა უფასო კონსულტაცია ჩაატარა. აქცია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართა, სადაც მოსახლეობას საშუალება ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა შემდეგი კვლევები: ვიზომეტრია, ბიომიკროსკოპია, ოფთალმოლოგის კონსულტაცია. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით გამართულ აქციას ესწრებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი. საქველმოქმედო აქციები, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, მომავალშიც გაგრძელდება. ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018