მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნისა და მისაქციელის გზების დამაკავშირებელ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის მიმდინარე სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მერის მოადგილე გივი გიუტაშვილთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო-რწმუნებულის მოადგილე გიორგი ჩიფჩიურთან და ერთად მოინახულა.
სამუშაოები, რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, შპს "საგზაო 7"-ის მიერ ხორციელდება და ზაფხულში დასრულდება.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ამიტომაც ამ მიმართულებით სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.