მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მოსახლეობის საყურადღებოდ!

29 აპრილს, სოფელ ნიჩბისის ამბულატორიაში, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის თანადგომით და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ ჩაატარდება უფასო გამოკვლევები.ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც გაქვთ სურვილი ჩაიტაროთ გამოკვლევები, მოგემსახურებათ : თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ქირურგი, გინეკოლოგი და ინფექციონისტი. ასევე, შესაძლებლობა გექნებათ გადაიღოთ ექოსკოპია (მუცლის და გულის) და კარდიოგრამა.

გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 551 777 345

გისურვებთ ჯანმრთელობას.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018