მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთ

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძე საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ საქართველოს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, ადგილობრივი ახალგაზრდა მეწარმეები და მომავალში მეწარმეობის მსურველები.

მხარეებმა განიხილეს პროექტი:  „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" (RDYE), რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. 

პროექტი მიზნად ისახავს 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის ხელშეწყობას და შესაბამისად სოფლის განვითარებას, სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებით. 

პროექტი, რომელიც  42 თვის განმავლობაში განხორციელდება, ხელს შეუწყობს 1,500 -ზე მეტ ახალგაზრდას განივითარონ სამეწარმეო უნარები და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესი. 

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ  დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: www.bit.ly/3iOl8bi.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018