მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


უფასო სამედიცინო კვლევები სოფელ ნიჩბისში

სოფელ ნიჩბისის ამბულატორიაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის და ავერსის თანადგომით, სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. 

ადგილზე, მოსახლეობასთან ერთად იმყოფებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კვახაძე და მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ხიზანიშვილი. ადგილობრივებს კვლევების ჩატერების შემდეგ უფასო მედიკამენტები დაურიგდათ.

მსგავსი სახის ღონისძიებები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018