მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ოთარ კაპანაძის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში

17 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გაიმართება სახელოვანი მცხეთელი ფეხბურთელის ოთარ კაპანაძის სახელობის ტრადიციად ქცეული ტურნირი მინი ფეხბურთში, სადაც ქალაქ მცხეთის უბნებიდან ფეხბურთის მოყვარულთა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ოთარ (სიხა) კაპანაძე წლების განმავლობაში მოღვაწეობდა მშობლიური ქალაქ მცხეთის საფეხბურთო გუნდ ,,არაგვში’’ ( შემდგომში ,,არმაზი“). 

პანდემიური ვითარების გამო შეწყვეტილი საფეხბურთო ტურნირი 2022 წელს ისევ განახლდება და მსურველ გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ.

 განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა 2022 წლის 17 მაისი, 15:00 სთ-ია.

აღნიშნულ დროს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მონაწილეობის მსურველ გუნდებს შორის გაიმართება კენჭისყრა, რომელსაც უნდა ესწრებოდნენ ამ გუნდების წარმომადგენლები.

ტურნირის მიზანია ახალგაზრდებში აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. 

ტურნირზე გათამაშდება ოთარ კაპანაძის (სიხა) სახელობის გარდამავალი თასი, ფასიანი საჩუქრები ნომინაციაში: საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი.  

ფინალის მონაწილე გუნდები მიიღებენ ფულად ჯილდოებს: I ადგილი - 500 ლარი, II - ადგილი 300 ლარი.

თამაშები გაიმართება მცხეთაში, რკინიგზის სადგურის დასახლების საფეხბურთო მოედანზე.

შეჯიბრების ხელმძღვანელია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.

საკონტაქტო პირი თამაზ გრძელიშვილი 

ტელ:  577-60-70-95.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018