მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამუშაო შეხვედრა რწმუნებულებთან და მერის წარმომადგენლებთან

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილმა, საკრებულოს დეპუტატებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთობლივი  სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრაზე სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს. ასევე, განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა.

ხელმძღვანელმა პირებმა წარმომადგენლებს დაავალეს, პროაქტიულად წარმოადგინონ ინფორმაცია თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ. ამასთან, მოითხოვეს, რომ კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მოქალაქის პრობლემებისა და წინადადებების მერიამდე მოტანას, ასევე, მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მოადგილეები თამაზ ფოლოდაშვილი და გიორგი ბაჯაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მიხეილ ბუჯიაშვილი, გიორგი ჯიქია და გიორგი კვახაძე.

ფოტოები ვრცლად


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018