მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე

ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავი ომის ვეტერანებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ელოშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს.

მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები ეთერ ბრაჭული, შოთა მახარაშვილი და მამა რევაზ წულაძე ადგილზე მოინახულეს და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით ფულადი თანხა - 500 ლარის ოდენობით გადასცეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან და მოადგილე გიორგი ჩიფჩიურთან ერთად, ასევე, პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი.

„გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 77 -ე წლისთავს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ომში გამარჯვებაში.

ქედს ვიხრი თქვენი, ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს  მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის. მინდა მხნეობა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ,“ - განუცხადა ომის ვეტერანებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად - 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018