მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამუშაო შეხვედრა მშენებლებთან

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი გიუტაშვილი და თამაზ ფოლოდაშვილი მშენებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომლებიც მცხეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ.

შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს 2022 წლის მიმდინარე და დასრულებული პროექტები.

ხელმძღვანელმა პირებმა კონტრაქტორ კომპანიებს ინფრასტრუქტურული პროექტების მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება სთხოვეს.  

კომპანიების წარმომადგენლებმა მერის მოადგილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და იმსჯელეს სავარაუდო გამოწვევებზე.

განიხილეს პრობლემური საკითხები, ისაუბრეს მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.

კონტრაქტორ კომპანიებთან აღნიშნული სახის შეხვედრები ყოველკვირეულად გაიმართება

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018