მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა

18 მაისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით, მცხეთაში, ტრადიციულად, ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა. 

კოსტიუმირებული მსვლელობა ბებრის ციხიდან სვეტიცხოვლის მოედნამდე მოეწყო. 

საქართველოს ეროვნული სამოსის დღე საზოგადოების მიერ თვითორგანიზებული დღესასწაულია, რომელიც საქართველოში 2016 წელს დაწესდა. 

კოსტიუმირებული დღესასწაული მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება და მისი მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018